მიუხედავად ბიოსამედიცინო მეცნიერებების თეორიული და აკადემიური მისაღები სწავლებისა, საქართველო, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების მსგავსად, ნაკლებად განვითარდა ამ მხრივ.  კერძოდ, ანალიტიკური  და დამოუკიდებელი კვლევითი საქმიანობის წარმოების უნარ-ჩვევების განვითარება საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში ახალგაზრდა მკვლევართათვის უაღრესად მნიშვნელოვანია, მაგრამ ასეთი ლაბორატორიები, სამწუხაროდ საქართველოში ჯერ-ჯერობით არ არსებობს.

ჩვენი სასწავლო მოდულები მოიცავენ თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას სოხუმის სახელმწიფო და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტების ფაკულტეტებისთვის, ასევე მოლეკულურ/უჯრედულ ბიოლოგიაში საერთაშორისო ექსპერტების ვიზიტებს. ჩვენი საბოლოო მიზანია ავამაღლოთ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სამეცნიერო სწავლების დონე საერთაშორისო სტანდარტებამდე, რათა უზრუნველვყოთ სტუდენტები მოლეკულური დიაგნოსტიკისა და ბიოტექნოლოგიის თეორიული და პრაქტიკული სწავლებით, რაც შემდგომში მისცემთ მათ საშუალებას  მონაწილეობა მიიღონ წარმატებულ საერთაშორისო სადოქტორო პროგრამებში.

მომავალში ჩვენი პროექტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქართველი სტუდენტების სწავლების გაუმჯობესებას ბიომეცნიერებებისა და მედიცინის სფეროში, რათა ქვეყანაში გაუმჯობესდეს  მოლეკულური დიაგნოსტიკა, თერაპიული შესაძლებლობები, ამაღლდეს  ცხოვრების ხარისხი და მიღწევები ქართულ ეკონომიკაში.