13.04.2017
2017 წლის 13 აპრილს გამართულ ცერემონიაზე, გერმანიის, ჰანოვერის სამედიცინო
უნივერსიტეტის პროფესორს, მოლეკულური დიაგნოსტიკის და ბიოტექნოლოგიების ცენტრის ექსპერტთა საერთაშორისო კომისიის წევრს, ულრიხ მარტინს, მეცნიერების და განათლების მტკიცე და უწყვეტი
მხარდაჭერისთვის , სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება.
03.04.2017
საქართველოს პრეზიდენტის №03/04/03 ბრძანების თანახმად, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოლეკულური დიაგნოსტიკის და ბიოტექნოლოგიების ცენტრს საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მიმდინარე პროექტის „სატრენინგო კურსი - მოლეკულური მეთოდები ბიოსამედიცინო მეცნიერებებში“ - ს მხარდასაჭერად გამოეყო 25.600 ლარი.
27.10.2016
27 ოქტომბერს აკად. დოქტორი მ. ფოჩხუა და პროფესორი ულ. მარტინი მიწვეულები იყვნენ ექსპერტების სტატუსით კიბოს მოლეკულური დიაგნოსტიკის თემაზე ტელეკომპანია იმედის დღის შოუში.
25.10.2016
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოლეკულური დიაგნოსტიკისა და ბიოტექნოლოგიების ცენტრისა და სტუდენტებისათვის სასწავლო კურსის: "მოლეკულური მეთოდები ბიოსამედიცინო მეცნიერებებში“ საზეიმო გახსნა
25 ოქტომბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში (სსუ) სადღესასწაულო ატმოსფეროში ახლად გარემონტებულ აუდიტორიებში გაიხსნა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოლეკულური დიაგნოსტიკისა და ბიოტექნოლოგიების ცენტრი (მდბც). ახალი ცენტრი და ახალი სტუდენტური სასწავლო კურსი: მოლეკულური მეთოდები ბიოსამედიცინო მეცნიერებებში სსუ-ს რექტორმა, პროფესორმა ჯონი აფაქიძემ, პროფესორმა ულრიხ მარტინმა, ცენტრის დირექტორმა აკად. დოქტორმა მარინა ფოჩხუამ წარუდგინეს სტუდენტებს, სსუ-ს სხვადასხვა ფაკულტეტის თანამშრომლებსა და მოწვეულ სტუმრებს, რომელთა შორის იყვნენ: ბატონი გია გვაზავა,აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, პროფესორი ბაადურ მოსიძე, ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის სამედიცინო დირექტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორები ირინა კვაჭაძე და რამაზ ჩიხლაძე, პროფესორი მერაბ ჩიქობავა.
მდბც შეიქმნა პროფესორ ულრიხ
მარტინთან (ჰანოვერის სამედიცინო უნივერსიტეტი, გერმანია) თანამშრომლობით და აღჭურვილობის დიდი ნაწილი უკვე დაფინანსებულია გერმანული ფოლცვაგენის ფონდის მიერ.
მდბც-სა და სასწავლო კურსის "მოლეკულური მეთოდები ბიოსამედიცინო მეცნიერებებში" მიზანია უზრუნველყოს თეორიული განათლებისა და პრაქტიკული სწავლების დანერგვა მოლეკულური სამედიცინო დიაგნოსტიკისა და
ბიოტექნოლოგიების სფეროში, მაღალი დონის შერჩეული სტუდენტებთვის სსუ-დან, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და საქართველოში სხვა პარტნიორი უნივერსიტეტებიდან. პირველი წლისათვის,
პროგრამაში მონაწილეობისათვის უკვე შეირჩა 10 სტუდენტი.
04.12.2015
ფოლცვაგენის ფონდმა გერმანიიდან დააფინანსა ჩვენი პროექტი "პრაქტიკული ტრეინინგი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში - თბილისი". ფოლცვაგენის ფონდი უზრუნველყოფს 141.000 ევროს აღჭურვილობისა და სხვადასხვა ხარჯებისათვის რათა ამოქმედდეს თანამედროვე სტუდენტური ლაბორატორია მოლეკულური დიაგნოსტიკის და ბიოტექნოლოგიის სამეცნიერო კვლევით ცენტრში და დაინერგოს ტრენინგის კურსი "მოლეკულური მეთოდები ბიოსამედიცინო მეცნიერებებში" შერჩეული სტუდენტებისათვის.
მსგავს მოლეკულურ დიაგნოსტიკასა და ბიოტექნოლოგიებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვთ არამარტო თანამედროვე მედიცინაში, არამედ ვეტერინარულ მედიცინაშიც, საკვები
პროდუქტების წარმოებასა და/ან სოფლის მეურნეობაში. საქართველო, სამწუხაროდ ერთნაირად განიცდის როგორც ასეთი ლაბორატორიების, ასევე აკადემიურ სექტორში კვალიფიციური ექსპერტების
ნაკლებობასაც.
მოლეკულური დიაგნოსტიკისა და ბიოტექნოლოგიის ცენტრი დაარსებულ იქნა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ მდგომარეობის
გაუმჯობესების მიზნით ექსპერტების შესაბამისი ცოდნით უზრუნველყოფისა და კარგად აღჭურვილი ლაბორატორიების მეშვეობით, რათა განვითარდეს გამოყენებითი აკადემიური ბიოსამედიცინო კვლევების პროექტები და
საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლება, განსაკუთრებით საბაკალავრო და სამაგისტრო დონეზე.
Center for Molecular Diagnostics & Biotechnology, Sokhumi State University, Tbilisi
Director: Prof. Dr. Marina Pochkhua
Georgia, Tbilisi, 0186. A. Politkovskaia Str. № 9
fon: +995 599900444
email: Marina Pochkhua <mpochkhua@gmail.com>
მოლეკულური დიაგნოსტიკისა და ბიოტექნოლოგიის ცენტრი,სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი.
ხელმძღვანელი: აკადემიური დოქტორი მარინა ფოჩხუა
ტელეფონი: +995 599900444
ელ.ფოსტა: Marina Pochkhua <mpochkhua@gmail.com>