იმ მიზნით, რომ გვეთქვა ახალი სიტყვა განათლებასა და კვლევებში, და  ასევე  დაგვენერგა საბუნებისმეტყველო  მეცნიერებებსა და ბიოტექნოლოგიებში სტუდენტების პრაქტიკული სწავლება, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ახლახანს დააარსა მოლეკულური დიაგნოსტიკისა და ბიოტექნოლოგიების ცენტრი, და  ამისთვის გამოყო ახალი , გარემონტებული საოფისე და ლაბორატორიული ფართი.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოლეკულური დიაგნოსტიკისა და ბიოტექნოლოგიის ცენტრი (მდბც) არის არაკომერციული აკადემიური კვლევითი  ცენტრი,  რომელიც მუშაობს არამარტო  ბიოსამედიცინო კვლევებსა  და ახალი ბიომოლეკულური ტესტების განვითარებაზე, არამედ მიზნად ისახავს  ქართველი სტუდენტების სწავლების გაუმჯობესებას   საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა  და ბიოტექნოლოგიებში, სადაც ფოკუსირება ხდება   პრაქტიკულ ლაბორატორიულ სწავლებაზე   ინფექციური დაავადებების დიაგნოსტირებისას. აღსანიშნავია ის ფაქტი , რომ ეს არის ამ ტიპის პირველი სასწავლო ლაბორატორია საქართველოში.

მოლეკულური დიაგნოსტიკის ცენტრის ახალი ვებ-გვერდი  რეკონსტრუქციის რეჟიმშია და მალე განახლდება.