მოლეკულური დიაგნოსტიკის და ბიოტექნოლოგიის ცენტრი უზრუნველყოფს ბაკალავრებს გამოყენებითი თეორიული და პრაქტიკული სასწავლო კურსებით. ინტერდისციპლინარული სასწავლო კურსის „მოლეკულური მეთოდები ბიოსამედიცინო მეცნიერებებში“ -ს მიზანია უზრუნველყოს სტუდენტები იმ აუცილებელი უნარ-ჩვევებით, რომლებიც დაეხმარება მათ  წარმატებით გააგრძელონ სწავლა მსოფლიოში აღიარებულ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე. გარდა ამისა, ჩვენ მიზნად ვისახავთ წარმატებული კარიერის პერსპექტივების განვითარებას აკადემიურ სექტორში და/ან წარმოებაში, როგორიცაა: ფარმაცევტული კომპანიები და კერძო საწარმოები, რომლებიც დაკავებულნი არიან ბიოსამედიცინო და ბიოტექნოლოგიური სერვისების და პროდუქტების უზრუნველყოფითა და განვითარებით. ჩვენი სასწავლო კურსი გააძლიერებს საბაკალავრო განათლებას დისციპლინათშორისი სწავლების უზრუნველყოფით და განავითარებს სამეცნიერო უნარ-ჩვევებს, ისეთებს, როგორიცაა დამოუკიდებელი ექსპერიმენტალური მუშაობა და საკუთარი შედეგების შეფასება. გარდა ამისა, ეს კურსი შესანიშნავი სამეცნიერო პრაქტიკაა, რაც მომავალში იქნება წარმატებული კვლევის საფუძველი.
 

ეს სასწავლო კურსი ამჟამად წარმოდგენილია როგორც არჩევითი კურსი, რომელიც შეიძლება შეტანილ იქნას როგორც მინორული საგანი აკრედიტირებულ სასწავლო პროგრამებში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ფაკულტეტზე და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამედიცინო პროგრამებზე.
საწყის ეტაპზე, წელიწადში 4-5 სტუდენტი მიიღებს მონაწილეობას აღნიშნულ კურსში. აპლიკაციების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 1 ოქტომბერი. ამ აპლიკაციების მიხედვით ჩვენ ავარჩევთ კანდიდატებს გასაუბრებისათვის (2018 წლის ოქტომბერი) და დავუკავშირდებით საბოლოოდ არჩეულ სტუდენტებს 2018 წლის ნოემბრამდე.

სასწავლო კურსის ხანგრძლივობა იქნება ორი წელი.

ლექციები: როგორც ლაბორატორიაში პრაქტიკული სწავლების თეორიული საფუძველი, სტუდენტები ვალდებულები არიან დაესწრონ იმ დამატებით ლექციებს, რაც ჩართულია მათ ძირითად სასწავლო პროგრამაში, რომლებიც არ წარმოადგენენ ბიოლოგია/მედიცინა -ში არსებული სასწავლო პროგრამების კომპონენტებს. ჩვეულებრივ, ეს დამატებითი ლექციები ჩატარდება ყოველ ორ კვირაში ერთხელ დღის მეორე ნახევარში:

  •  ადამიანის ფიზიოლოგია საბუნებისმეტყველო ფაკულტეტების სტუდენტთათვის I-III
  • უჯრედის მოლეკულური ბიოლოგია I-III
  • ადამიანის პათოლოგია საბუნებისმეტყველო ფაკულტეტების სტუდენტთათვის I-III
  • ზოგადი მიკრობიოლოგია I-III
  • სამედიცინო მიკრობიოლოგია
  • ზოგადი ვირუსოლოგია I-II
  • სამედიცინო ვირუსოლოგია
  • იმუნოლოგია: შესავალი I-III
  • მეთოდები მოლეკულურ ბიოლოგიაში I-II
  • მეთოდები ცილების ბიოქიმიაში
  • უჯრედული კულტურების ტე ქნიკები

პრაქტიკული სწავლება და სემინარები
1-ლი და მე-2 სემესტრები:
ტექნიკები მოლეკულურ ბიოლოგიაში: სისხლიდან ადამიანის გენომური დნმ და რნმ-ის მომზადება; პოლიმერაზულ-ჯაჭვური რეაქცია; აგაროზული გელ-ელექტროფორეზი; cდნმ  სინთეზი და RT-PCR; მულტიფლექსური -PCR
სხვა უნარ-ჩვევები: ლიტერატურის ძიება; ელექტრონული მონაცემთა ბაზა და ინსტრუმენტები; Power point -ის პრეზენტაციები; რაოდენობრივი მონაცემების გაზომვის ანალიზი Excel -ში.
მე-3 და მე-4 სემესტრები
მოლეკულური ბიოლოგიის ტექნიკები : PCR რეალურ დროში; პლაზმიდების მომზადება; რესტრიქციული ანალიზი; დნმ -ის ფრაგმენტების კლონირება
ცილების ბიოქიმია: დასაზუსტებელია
სხვა უნარ-ჩვევები: როგორ უნდა დაიწეროს სამეცნიერო ნაშრომები, პერსონალური აპლიკაციებისა და საგრანტო შეთავაზებების მომზადება.

სასწავლო კურსი: „მოლეკულური მეთოდები ბიოსამედიცინო მეცნიერებებში“ – 2016 წელი

მსმენელების  შერჩევის შემდეგ პირველი წლის სასწავლო კურსი „მოლეკულური მეთოდები ბიოსამედიცინო მეცნიერებებში“ დაიწყო 2016 წლის ოქტომბერში.


სასწავლო კურსი: „მოლეკულური მეთოდები ბიოსამედიცინო მეცნიერებებში“ – 2017 წელი

მსმენელების  შერჩევის შემდეგ პირველი წლის სასწავლო კურსი „მოლეკულური მეთოდები ბიოსამედიცინო მეცნიერებებში“ დაიწყო 2017 წლის ნოემბერში.

განაცხადისთვის გადმოწერეთ ქვემოთ მოცემული ფაილები. გარეკანის 3 ასლი და შევსებული საგანაცხადო ფორმა, დამატებითი ინფორმაცია და სერტიფიკატები, როგორც ეს მოთხოვნილია ფორმაში, ასევე 2 რეკომენდატორის მიერ დაწერილი მხარდაჭერის წერილები უნდა გაიგზავნოს პროფესორ მარინა ფოჩხუასთან, ელ. ფოსტის საშუალებით.

Download
განაცხადის თავფურცელი: ტრეინინგის კურსი „ მოლეკულური მეთოდები ბიოსამედიც
ეს არის იმ აპლიკაციის ფორმის თავფურცელი, რომელიც შესაძლებელია შეივსოს MS Word -ის საშუალებით. გთხოვთ თან დაურთოთ თქვენი ფოტოსურათი , ასევე სახელი და გვარი, მითითებულ მონაკვეთებში (წითელი ჩარჩოები), შემდგომ წაშალეთ ან გააუფერულეთ ჩარჩოები.
Application_cover_sheet.doc
Microsoft Word Dokument 2.1 MB
Download
ეს არის განაცხადის ფორმა რომელიც შესაძლებელია შეივსოს Adobe Acrobat Reader -ის საშუალებით
Application_without_cover_sheet.pdf
Adobe Acrobat Dokument 767.5 KB
Download
ინსტრუქციები მოთხოვნილი სარეკომენდაციო წერილების შესახებ
გთხოვთ ინსტრუქციები გადაუგზავნოთ იმ პროფესორებს, რომლებსაც სთხოვეთ სარეკომენდაციო წერილის დაწერა თქვენი განაცხადისთვის.
Reference_letter instructions.pdf
Adobe Acrobat Dokument 136.8 KB